ლეხთაგი, ყოფ. სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში. ლ-ში მდებარეობს XIV–XV სს. ძეგლი – ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია. ეკლესიის XV ს. მოხატულობა, რ-საც ისტ. მნიშვნელობა აქვს, ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. საკურთხევლის მეორე რეგისტრი ეთმობა ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულებას. დარბაზის მოხატულობიდან დღემდე მოღწეულია მხოლოდ ქვედა რეგისტრი, სადაც წარმოდგენილია ისტ. პირთა მთელი გალერეა.