ლეჯიქე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (ქვედა ჩხოროწყუს თემი), ოდიშის ვაკეზე. მდ. ობჩის (ხობისწყლის აუზი) ხეობაში. ზ. დ. 160 მ, ჩხოროწყუდან 7 კმ, 174 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია რუსი ელჩების, თ. ელჩინისა და პ. ზახარევის მუხლობრივ ანგარიშებში (1639–40).