დურიფში

დურიფში, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), დურიფშის პლატოზე, მდ. ხიფსთის (ერთვის შავ ზღვას) მარცხ. ნაპირას.

თემის ცენტრი (სოფლები: დ., აბგარა, ათარჰაბლა, არუთა, ტვანაარხუ). ზ. დ. 260 მ, გუდაუთიდან 12 კმ. 577 მცხ. (1989).

სოფლის მიდამოებში არის კარსტული მღვიმეები.