ლითონმცოდნეობა, გამოყენებითი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ლითონების აგებულებას და ათვისებას. ადგენს კავშირს ლითონებში ქიმიურ შედგენილობას, აგებულებასა და მათ თვისებებს შორის. ასევე შეისწავლის სტრუქტურისა და თვისებების კანონზომიერებებს გარე ზემოქმედების პირობებში.
ლ., როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ჩამოყალიბდა XIX ს-ში.
საქართველოში XX ს. 40-იანი წლებიდან ფ. თავაძის (1912–89) ინიციატივით სპი-სა (ახლანდ. სტუ) და შემდეგ საქართვ. მეცნ. აკად. ლითონისა და სამთო საქმის ინტ-ში (ახლანდ. სსიპ ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი), რ-ის დირექტორი 1951-იდან თავად ფ. თავაძე იყო, დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს კვლევები ლ-ის მიმართულებით. აქვე შეიქმნა ლ-ის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები.
ლიტ.: შურაძე ო., ლითონური მასალების მექანიკური თვისებების მახასიათებლები და მათი განსაზღვრის მეთოდები, თბ., 2014; მისივე, ლითონების მასალების განმტკიცების ზოგადი საწყისები, თბ., 2020; Raghavan V., Physical Metallurgy: Principles and Practice, Learning, 2015.