ლიკოპოდიუმი

ლიკოპოდიუმი

ლიკოპოდიუმი (Lycopodium), ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეების გვარი. სასპორე თავთავები (სტრობილები) კენწრული და მკვრივია. შედგება ღერძისა და სპირალურად განლაგებული სპოროფილებისაგან, რ-თა ზედა მხარეზე მოთავსებულია სპორანგიუმები. 10-მდე სახეობა ძირითადად ჩრდ. ნახევარსფეროს ტყის ზონაშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: L. clavatum და L. annotinum. ლ-ისა და ზოგიერთი მისი მონათესავე გვარის სახეობათა სპორები გამოიყენება სამკურნალოდ და სამსხმელო წარმოებაში.

ი. მიქელაძე