ლინდე ვლადიმერ ვლადიმერის ძე

ლინდე ვლადიმერ ვლადიმერის ძე [25. V (6. VI). 1878, პორხოვი, ფსკოვის ოლქი, – 14. VIII. 1956, მოსკოვი], მეცნიერი საფეიქრო მრეწველობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1930), პროფესორი (1916). ხელმძღვანელობდა რუს. მეაბრეშუმეთა საზ-ბას (1913-იდან), შემდგომ – საკავშირო სოფ. მეურნ. აკადემიის მეაბრეშუმეთა სექციას, საფეიქრო მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბას და სხვ. ლ-მ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში მეაბრეშუმეობის სამეცნ.-კვლ. საქმიანობის განვითარებას და საფეიქრო მრეწველობისათვის უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას. მიღებული აქვს მრავალი სახელმწ. ჯილდო.

თხზ.: Учение о шелке, 2 изд., М. – Л., 1940; Технология шелка, М., 1951 (თანაავტ.: П.А.Осипов).