ლიპარტელიანი ოთარ ანტონის ძე

ო. ლიპარტელიანი

ლიპარტელიანი ოთარ ანტონის ძე (დ. 3. XII. 1932, სოფ. კახურა, ლენტეხის მუნიციპალიტეტი), აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1990), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1994). 1955 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. ლ. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-სა (1976–78) და საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (1979–89) სელექცია-გენეტიკის განხრით. 1985 მიიღო პირველი ხარისხის დიპლომა მეცნ. მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის. 1986 გადაეცა საქართვ. სახელმწ. პრემია სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის, ქართ. 9-ის გამოყვანისა და დანერგვისათვის. 1986-იდან მუშაობდა საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მცხეთის სასელექციო სადგურში, 1993–2004 იყო ამავე სადგურის დირექტორი. 2013-იდან – სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. სამეცნ. საბჭოს წევრი, 2014-იდან – საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნ.-კვლ. ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთ. სპეციალისტი. ლ. მუშაობს ერთწლოვანი კულტურების სელექციისა და გენეტიკის საკითხებზე. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია სიმინდის 8 ჰიბრიდი და 1 ჯიში, მ. შ. 2 ჰიბრიდი გასავრცელებლად დაშვებულია ჩრდ. კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინასა და სამხრ. რუსეთში. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს, მრავალი გამოგონებისა და პატენტის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

თხზ.: სიმინდის მეთესლეობა საქართველოში, თბ., 1965; ჰიბრიდული სიმინდის სელექცია საქართველოში, თბ., 1974; სიმინდი საქართველოში, თბ., 2014.