ლისინოვი ვიქტორ ბოგდანის ძე

ლისინოვი ვიქტორ ბოგდანის ძე (23. XI. 1896, თბილისი, – 9. X. 1971, იქვე), გენერალ-მაიორი (1943), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 242-ე ქართული სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაური (1943). მსროლელთა კორპუსის მეთაურის მოადგილე, მეთაური (1945-იდან). დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით.