ლისის ქედი, მსხალდიდის ქედის აღმ. მონაკვეთი. იწყება დაახლ. სოფ. წოდორეთის მერიდიანთან და ვრცელდება ქალაქის ფარგლებში (ვაშლიჯვრამდე), ზ. დ. 1061 მ (მთა ელია). ქედი აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშებით. კალთები დაღარულია მშრალი ხევებითა და პერიოდული ღელეებით, რ-ებიც მდ-ების – დიღმისწყლისა და ვერის შენაკადებია. ძირითადი ლანდშაფტი ჯაგეკლიანი სტეპია, ზოგან – მეორეული ჯაგრცხილნარ-მუხნარი. კალთებზე ხელოვნური ტყის (უმეტესად ფიჭვი) ფორმებია. ქედის ჩადაბლებულ ადგილზე, ტაფობში მდებარეობს ლისის ტბა.
ლ. ქ-ის აღმ. და სამხრ. კალთები განაშენიანებულია. ქედზეა სოფლები: ლისი, აგარაკი, წოდორეთი, მუხათწყარო.