„ლიტერატურა და ხელოვნება“

ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“

„ლიტერატურა და ხელოვნება“, ყოველთვიური ჟურნალი. გამოდიოდა 2006–11 წწ. თავდაპირველად (2004–05) 16-გვერდიანი გაზეთის სახით, ხოლო 2006-იდან 84- გვერდიან ჟურნალად გადაკეთდა. დამფუძნებელი, გამომცემელი და მთ. რედაქტორი – ვ. ოთარაშვილი. ჟურნალი აშუქებდა ხელოვნების მრავალი დარგის მნიშვნელოვან თემებს. გამოცემასთან თანამშრომლობდნენ კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოღვაწეები. ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდებოდა ქართვ. კლასიკოსი და თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედება.

„ლ. და ხ.“ გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რუბრიკებით – პროზა, პოეზია, თარგმანი, წერილები, მოგონებები, სახიობა, დრამატურგია, თეატრი, მხატვრობა, ქანდაკება, ოპერა, მუსიკა, კინოკრიტიკა, ფოტოხელოვნება, ეკრანიზაცია, ქორეოგრაფია, ხსოვნა, ისტორიოგრაფია, დებიუტი, პატიმართა პოეზია, ხუროთმოძღვრება, ლიტერატურული გამოძიებანი.

თ. დოლიძე