დურძუკები

დურძუკები, ძ უ რ ძ უ კ ე ბ ი, უ რ ძ უ კ ე ბ ი, დ რ ო ზ კ ი ტ ე ბ ი, თანამედროვე ვეინახთა წინაპრების საერთო სახელწოდება შუა საუკ. წყაროთა (ქართ., არაბ. და სხვ.) მიხედვით.

ეტიმოლოგია უცნობია. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, დ. პირველად ცენტრ. კავკასიონის ჩრდ. კალთებზე სახლობდნენ (იხ. დურძუკეთი), მაგრამ შემდეგ მათი გარკვეული ნაწილი სხვა ტომებთან ერთად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ-ით, ქართლის მთიანეთში გადმოსახლებულა.

ისტორიულად დ. მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან (იხ. სტ-ები ჩაჩნეთი, ინგუშეთი).

ლიტ.: Г а м р е к е л и  В. Н., Двалы и Двалетия в I–XV вв. н. э., Тб., 1961; Ш а в х е л и ш в и л и  А. И., Из истории взаимоотношений между грузинским и чечено-ингушским народами (с древнейших времен до XV века), Грозный, 1963.

ზ. ანჩაბაძე