ლიჭადი, ხეობის ტიპის მყინვარი სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის აუზში, მესტიის მუნიციპ-ში. ლ. ტვიბერის მყინვარის ზემო ნაწილს წარმოადგენს. მისი სიგრძეა 2,3 კმ, ფართობი – 2,0 კმ 2. საზრდოობს ტვიბერის უღელტეხილსა და მის მახლობლად მდებარე მწვერვალების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებითა და ზვავებით.