ლიხეთი, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. ლუხუნის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 800 მ. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., აბარი, ურავი). ამბროლაურიდან 15 კმ. 295 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სოფელში შემორჩენილია მეჭვრეთის სამონასტრო კომპლექსი (VIII–IXსს.) და ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხი.