დუქანი

დუქანი, (<სპარს. დოქან), მცირე სავაჭრო და სახელოსნო (ზოგჯერ სასადილოც) სახლები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში XVII ს-იდან 1921-მდე.

XVII ს-იდან ამ ტერმინმა შეცვალა საფარდული (სიტყვიდან „ფრდა" – სყიდვა) ქულბაქი. XVII–XVIII სს-ში ქულბაქი და დ. სინონიმები იყო. დას. საქართველოში ტერმინი „დ." XIX ს-იდან დამკვიდრდა. XVII–XVIII სს-ში კი აქ ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა „ხულა". რადგანაც დ. ერთდროულად სახელოსნოც იყო და სავაჭროც, ამიტომ დ-ები ისტ. დოკუმენტებში იხსენიება იქ მოსაქმე ხელოსანთა თუ ვაჭართა სპეციალობის მიხედვით: „მეჩუსტეების დ.", „მექვაბეების დ.", „ბაჰყლების დ.", „სამღებრო დ.", „თოლაჩის დ.", „ჭონის დ.", „ბაზაზების დ."

XVIII ს. ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დ. ყოფილა. დ-ები სხვადასხვა სიდიდის იყო. XVIII ს-ში მათი ფართ. საშუალოდ 15–30 კვ/მ აღწევდა, აგებული იყო ან ქვითკირისგან ან ხისგან (თბილისში უმთავრესად ქვითკირისა იყო). მათი ფასი XVIII ს. II ნახევარში 100–350 მანეთს აღწევდა.

დ-ები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ხ უ რ ო თ მ ო ძ ღ ვ რ უ ლ ი თვალსაზრისით, იყო თაღიანი დ-ები – „თაღბანდ დუქანი", ზოგი დ-ის ქვეშ ოთახები ან დარაბები იყო გამართული. თბილისში დ-ები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავად-აზნაურებს (მაგ., სამეფო აზნაურს დიმიტრი ხიმშიაშვილს XVIII ს. ბოლოს თბილისში 9 დ. ჰქონია) და ეკლესიას.

თავად-აზნაურები დ-ებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს. დ-ები ჰქონიათ ყმებსაც, თუმცა ბატონის ნებართვის გარეშე დ-ის გაყიდვა არ შეეძლოთ, ხოლო თუ უშვილოდ გადაეგებოდნენ, დ. ბატონს რჩებოდა. დ-ის პატრონები იხდიდნენ სახელმწ. და სამოხელეო გადასახადებს. მაგ., XVIII ს-ში თითოეულ ხორცის დ-ზე ყასაბი ქალაქის მოურავს უხდიდა წელიწადში 3 ლიტრა ქონს.

პატრონი დ-ს ხშირად გირაოდ აძლევდა მევალეს, რ-იც მრავალი წლის განმავლობაში იღებდა ამ დაგირავებული დ-იდან შემოსავალს. XVII–XVIII სს-ში სადუქნე ადგილზე დ-ის აშენებას მეფის ნებართვა სჭირდებოდა. აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს (1795) დ-ების უმრავლესობა დამწვარა.

ერეკლე II-ს მიუღია ღონისძიებები მათ აღსადგენად და ეს საქმე მათი პატრონებისათვის ან მოგირავეებისათვის დაუვალებია, მათ წასახალისებლად ზოგიერთი შეღავათიც დაუწესებია. ამის შემდეგ ისტ. დოკუმენტებში იხსენიება „ახალი დუქნები".

XIX ს. თბილისში დ-ების რაოდენობა დიდად გაიზარდა, დ-ები აშენდა დას. საქართველოშიც. ამ პერიოდში დ. უკვე არა მარტო სავაჭრო-სახელოსნო სახლს ერქვა, არამედ მცირე სასაუზმესაც. ამ დროიდანვე იხსენიება დუქანხანებიც – დ-თან არსებული მცირე სასტუმროები.

ნ. შოშიაშვილი