ლიხტენფელდი კრისტიანე

კ. ლიხტენფელდი

ლიხტენფელდი კრისტიანე (დ. 1944, ნოიშტეტენი, გერმანია, ახლანდ. შჩეცინი, პოლონეთი), გერმანელი სლავისტი და მთარგმნელი. დაამთა-ვრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნ-ტის სლავისტიკის ფაკ-ტი. თარგმნის რუს., პოლ., ქართული ენებიდან. გერმ. ენაზე ნათარგმნი აქვს: მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1986, 1991), ო. ჭილაძის „რკინის თეატრი“ (1988), „აველუმი“ (1998), ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (1996), თ. ჭილაძის „სამოთხის კვარტეტი“ (რადიოპიესა, 1996, 2000).

ლ-მა ნომინაციაში – ქართ. ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – 2015 მიიღო ლიტ. პრემია „საბა“ ო. ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გერმანული თარგმანისათვის.