ლობჟანიძე გია ვარდენის ძე (დ. 11. V. 1957, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1998). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1996). 1979 დაამთავრა თსსი; 1982–83 მუშაობდა გარდაბნის რ-ნულ საავადმყოფოში ქირურგად. 1983–2002 იყო თსსი-ის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის თანამშრომელი. 2002–06 – თსსუ-ის ქირურგიის №4 კათედრის პროფესორი; 2006–09 – თსსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კერძო ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი; 1998–2002 – თსსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი; 2002–04 – თსსუ-ის ცენტრ. კლინიკის დირექტორი; 2009–12 – პ. შოთაძის სახ. სამედ. აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010-იდან – თსუ-ის მედ. ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და გან–ვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2012-იდან ამავე ფაკ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრის გამგე, პროფესორი; 2018–19 – აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის გენ. დირექტორი; 2012-იდან – შპს საქართვ. დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს გენ. დირექტორი.
1999–2009 – საქართვ. ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი; 2009-იდან – ამავე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავ-რე.
ლ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებებს, ქირურგიულ ინფექციებს, კუჭის რეზექციის შემდგომ გართულებებს და სხვ.
ლ. არის ქ. ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2011).
თხზ.: კუჭის წყლული, თბ., 1998; თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბალური წყლულები, თბ., 1998.