ლოზინსკი მიხეილ ლეონიდის ძე [8 (20). VII. 1886, პეტერბურგი, – 1. II. 1955, იქვე], რუსი პოეტი, მთარგმნელი. 1916 გამოსცა ლექსების კრებ. „მთის წყარო“. 1917-იდან ლ. ძირითადად მხატვრული თარგმანის სფეროში იღვწოდა. თარგმნა რ. როლანის „კოლა ბრუნიონი“ (1932), დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (1939–45, სტალინური პრემია, 1946), შექსპირის, სერვანტესის, მოლიერის, ფირდოუსის, საიათნოვასა და სხვათა თხზულებები. სხვა ქართველ ავტორებთან ერთად თარგმნა ნ. ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „მერანი“ (კრებ. „ქართველი რომანტიკოსები“, 1940).
ვ. შადური