ლოლაძე გრიგოლ მათეს ძე (11. IV. 1911, გორი, – 5. VIII. 1971, თბილისი), გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. 1938 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი გეოგრაფიის სპეციალობით. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). მუშაობა დაიწყო თბილ. გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მეტეოროლოგიის ქსელის და თბილ. ობსერვატორიის გამგედ (1930–39), 1964 მუშაობდა მაღალმთიანი მეტეოსადგურების უფროსად. ამავე წელს აირჩიეს საქართვ. მეცნ. აკად. მეცნ. ისტორიის ეროვნ. ასოციაციის სწავლულ მდივნად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც ეხება საქართველოში მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარების ისტორიას. დაჯილდოებულია ყოფ. გდრ-ის ოქროს, შილერის ბრინჯაოს, კოპერნიკის ბრინჯაოს (პოლონეთი) მედლებით.