ლომაშვილი ანზორ ნიკოლოზის ძე

ლომაშვილი ანზორ ნიკოლოზის ძე (2. IX. 1932, დაბა თიანეთი, – 10. VI. 2019, თბილისი), მეტალურგი, მეცნიერი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1987), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინ-ტი შავი ლითონების სპეციალობით (1956). მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქ-ნაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1957–62). იყო ამავე ქ-ნის ცენტრ. ლაბორ. ლითონმცოდნეობისა და ფოლადსადნობი ლაბორატორიების უფროსი (1962–89); შემდგომ ქ-ნის ტექნიკური განყ-ბის მოადგილე, მთ. სპეციალისტი (1986-იდან). თემისათვის – ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში ,,ფოლადი – მზა პროდუქცია“, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნიკის დარგში (კოლეგებთან ერთად).