ლომეკი

ლომეკი, მდ. თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით – „არაგვს დასავლით, რომელ არს მდინარე ლომეკი და აწ თერგი, რომელი დის ხევიდამ კავკასთა შინათა“. ლ-ს ასევე უწოდებდნენ პირიქით არაგვს, ანუ „იქით არაგვს“ (ვახუშტი ბაგრატიონი).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; „ძეგლი ერისთავთა“ ,ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.