ლომთათიძე ნიკოლოზ თევდორეს ძე (14. III. 1918, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 31. V. 2008, თბილისი), ქირურგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1984); სამედ.- ბიოლ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1977).
1938 დაამთავრა თსსი. მსახურობდა წითელი არმიის რიგებში, იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1948–2005 იყო ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ქირურგიული კათედრის თანამშრომელი, 1970-იდან – ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის პროფესორი.
ლ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეძღვნება ქირურგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მან აკად. ვ. ოკუჯავასთან ერთად შეისწავლა და პრაქტიკაში დანერგა ანესთეტიკი – ფტოროტანი.
ლ-მ, სსრკ-ში პირველმა, წარმოადგინა გაუტკივარების ორიგინალური მეთოდი – ენდოტრაქეალური ნარკოზი. დანერგა სამკურნ. და სადიაგნოსტიკო ბრონქოგრაფიისა და ბრონქოსკოპიის მეთოდები.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მ. შ. ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: ენდოტრაქეალური ნარკოზი ქირურგიაში, თბ., 1957; გაუტკივარების თანამედროვე მეთოდები, თბ., 1962; ეპიდურალური ანესთეზია, თბ., 2005.