ლომთაძე გიორგი (ჟორა) ემელიანეს ძე

გ. ლომთაძე

ლომთაძე გიორგი (ჟორა) ემელიანეს ძე (დ. 31. XII. 1937, მოსკოვი), მომღერალი (ბარიტონი), პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1990).

1962 დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინ-ტი, 1967 – ქუთაისის მუს. სასწავლებელი (პედ. ვ. საკანდელიძე, ვოკალი), 1972 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პედ. დ. ანდღულაძე). ამავე წლიდან იყო ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, 1998–2007 – დირექტორი. პარალელურად ეწევა პედ. მოღვაწეობას; 1972-იდან ქუთ. მუს. სასწავლებლის (1974–76 – დირექტორი) და უმაღლ. მუს. კოლეჯის (1974-იდან) პედაგოგია, შემდგომ – პროფესორი.

შესანიშნავი ხმისა და არტისტული მონაცემების მეოხებით ქუთაისის ოპერაში ასრულებდა კლასიკური და ქართ. რეპერტუარის თითქმის ყველა პარტიას; განსაკუთრებით აღსანიშნავია მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ჩალხია, ქრისტეფორე (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“), გელა (რ. ლაღიძის „ლელა“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), გრიბოედოვი (მ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“); კლასიკური რეპერტუარიდან – რიგოლეტო, ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ტრუბადური“), „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“ და სხვ.