ლომთაძე ნარგიზა ავალოს ასული

ლომთაძე ნარგიზა ავალოს ასული (5. X. 1951, ტყიბული, – 14. III. 2021, თბილისი), ჟურნალისტი, საქართვ. შეიარაღებული ძალების ვეტერანი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (2019). დაამთავრა თბილ. სავაჭრო-ეკონ. სასწავლებელი, 1981 – ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ფილოლ. და ჟურნალისტიკის ფაკ-ტები. 1981–91 მუშაობდა კომკავშირულ ქ. ბორის ძნელაძეში, 1991–2001 – ეროვნულ გვარდიაში. იყო „სამხედრო გაზეთისა“ და ჟურნ. „მეომრის“ კორესპონდენტი. საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის ბრძოლის პერიოდში ოპერატიულად და მაღალ პროფ. დონეზე აშუქებდა მასალებს პრესაში. მუშაობდა საქართვ. ენერგეტიკისა (2003–10) და საქართვ. კომუნიკაციების (2013–21) მარეგულირებელ ეროვნ. კომისიებში.

ლ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

თხზ.: უკვდავება, ტ. 1–2, თბ., 1996–2004 (თანაავტ. ა. სიხარულიძე), გულის ძახილი, თბ., 2017.

თ. დოლიძე