ლომთაძე შოთა ისმაილის ძე

შ. ლომთაძე. ქუთაისის ცენტრ. ბაღის (ბულვარი) კოლონადა. 1950-54.

ლომთაძე შოთა ისმაილის ძე (15. III. 1918, ქუთაისი, – 23. X. 1999, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1941). 1942–46 იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო სახელოსნო „ქუთპროექტის“ მთ. ინჟინერი – უფროსი. 1946–61 – ქუთაისის მთ. არქიტექტორი, 1983–87 – „ქუთქალაქპროექტის“ დირექტორი და სხვ. 1947-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ის დაუსწრებელი სწავლების ქუთაისის ფილიალში, ქუთაისის სას.-სამეურნეო და პოლიტექ. ინ-ტებში სამშენებლო ფაკ-ტზე. ქუთაისში შესრულებული ნამუშევრები: ცენტრ. (1949–51) და რკინიგზის სადგურის მოედნების რეკონსტრუქცია (100-საფეხურიანი კიბე; 1950–51); კინოთეატრი „გამარჯვება“ (1951); ქალაქის ცენტრ. სტადიონი (1948–52); ქ-ნა „მაღაროელის“ საცხოვრ. სახლები (1949–55) და კლუბი (1957), ქუთაისის გენგეგმა (1956, თანაავტ. არქიტ. ა. ნიკოლაიშვილი); საცხოვრ. სახლები გორის ქუჩაზე (1954–59) და სხვ.