დუშეთის განძი, V–VI სს. სასანური ვერცხლის მონეტების – დრაქმების განძი, აღმოჩენილი 1940–44 დუშეთის მუნიციპალიტეტში.
ჩვენამდე მოღწეულია 13 ც.: პეროზ I-ის (459–484) 1 ც., კავად I-ის (488–531) 9 ც. და ხოსრო I-ის (531–579) 3 ც. მონეტები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.
ლიტ.: Ц о ц е л и я М. В., Каталог сасанидских монет Грузии, Тб., 1981.
გ. დუნდუა