ლომია კუმფი (კონსტანტინე) შირინის ძე

ლომია კუმფი (კონსტანტინე) შირინის ძე (14. II. 1928, სოფ. კუტოლი, ოჩამჩირის რ-ნი, – 28. III. 1999, სოხუმი), აფხაზი მწერალი. დაამთავრა მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1948). 1957-იდან აფხ. მწერალთა კავშირის მდივანი იყო. პირველი ლექსები 1945 გამოაქვეყნა. ლ-ს პოეტური კრებულებია „მიწიერი ვარსკვლავები“ (1954), „ახალი რტო“ (1957), „სიყვარული და ზღვა“ (1959), „ლექსები და პოემები“ (1963) და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია ქართ. და რუს. ენებზე.

თხზ.: სიყვარულის ნაკადი, სოხ., 1952; ელვის კვალი, თბ., 1965; მზის ასული, სოხ., 1965; ლექსები, თბ., 1971; ჩემი ხე. ლექსები, თბ., 1978; „თხზულებანი 3 ტომად“, სოხ. 2012–2013.