ლომიაშვილი ლიანა შალვას ასული (დ. 18. III. 1945, თბილისი), ქორმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1986). 1968 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკ-ტი. 1970–77 იყო საქართვ. მუს. ქორეოგრ. საზ-ბის საგუნდო კაპელის, 1977–2003 კი – საქართვ. ნ. სულხანიშვილის სახ. საგუნდო კაპელის ქორმაისტერი და დირიჟორი. პარალელურად 1977-იდან არის თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის აკად. გუნდის დირიჟორი, პედაგოგი, 2007-იდან – ასოცირებული პროფესორი.
ლ-ის რეპერტუარშია: შ. მშველიძის „წყაროზე თუნგით ჩახვედი“, „მთასა კლდიანსა“, ლ. შავერზაშვილის „ვინც მე მომიხმობს“; ი. ბობოხიძის კანტატა „მთაწმინდის მთვარე“, „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“, ი. კეჭაყმაძის „ფშაური იდილიები“, „რომ ავყოლოდი გულისთქმას“; გ. ბზვანელის „წყარო და მერცხალი“; ო. თაქთაქიშვილის „ო, ენავ ჩემო“ და სხვ.
დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1998).
ლიტ.: წიგნი ღირსებისა, ტ. 3, თბ., 2001.
რ. ქუთათელაძე
მ. ჯაფარიძე