ლომინაძე ვასილ პავლეს ძე

ლომინაძე ვასილ პავლეს ძე [7 (20). X. 1913, სოფ. სალომინაო, ვანის მუნიციპალიტეტი, – 11. XII. 1975, თბილისი], გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათ. მეცნ. კანდიდატი (1947), დოცენტი (1948). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1933). იყო თბილ. (შემდგომ ამიერკავკ.) ჰიდრომეტეოროლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი) დირექტორი (1953-იდან). ლ-ის გამოკვლევები ეხება ატმოსფეროს ტურბულენტობის, ნაკადურ დინებათა და მთიან მხარეებში ატმოსფერულ-ფრონტალური ზედაპირების ევოლუციის შესწავლის საკითხებს. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.