ლომინაძე გივი ნიკოლოზის ძე (10. IV. 1940, სენაკი, – 6. I. 2019, თბილისი), მილიციის გენერალ-მაიორი (1990), სსრკ შსს დამს. მუშაკი (1987). იყო საქ. სსრ შს სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1986–89). აფხ. ასსრ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (1989–90), შს მინისტრი (1990–92), საქართვ. პარლამენტის წევრი (1992), კომიტეტის თავ-რე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1995). სენაკის საპატიო მოქალაქე (2002).