ლომინაძე კონსტანტინე ბესარიონის ძე (1916–79). სპორტსმენი (ფრენბურთი). სსრკ სპორტის ოსტატი (1939). გამოდიოდა თბილისის „ნაუკასა“ და „ლოკომოტივში“. სსრკ ჩემპიონატის მეორე (1938) და მესამე (1940) პრიზიორი. სსრკ-ში პირველმა შეასრულა ძალისმიერი გვერდული მოწოდება და დარტყმა ე. წ. კაუჭით (1938). 1962–79 ხელმძღვანელობდა საქართვ. ფრენბურთის ფედერაციას. ფილოს. მეცნ. კანდიდატი.