ლომინაძე რომან სერგოს ძე

რ. ლომინაძე

ლომინაძე რომან სერგოს ძე (31. III. 1904, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1989, იქვე), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1988). 1926 დაამთავრა თბილ. ეკონ. ტექნიკუმი. იყო ოზურგეთის თეატრის მსახიობი და მუს. ნაწილის გამგე. 1928–29 ხელმძღვანელობდა სიმებიან ორკესტრს. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვიქტორი, პლატონი (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, „სამანიშვილის დედინაცვალი“), გლახუნა (გ. ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“), ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის „შაითან ხიხო“), ბარძიმი (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ლომკაცა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), რუბენა, ლუკაია (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია დედა“, „მე ვხედავ მზეს“), აგაბო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), იანვარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), შაჰ-აბასი (დ. ერისთავის „სამშობლო“), გუბაზი (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), და სხვ.