„ლომისი“

„ლომისი“, სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი, აკადემიური მწერლობის ორგანო; გამოდიოდა 1922–23 თბილისში. გამოიცა 1922 №№1–17; 1923 – №№18–34. რედაქტორები – კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, ლ. ქიაჩელი. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. გაზეთში იბეჭდებოდა კ. გამსახურდიას, ა. პაპავას, ი. გრიშაშვილის, ჯ. ჯორჯიკიას, უიარაღოს (კ. თათარაშვილი), ლ. ქიაჩელის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ტ. გრანელის და სხვ. ნაწარმოებები.

ი. ლორთქიფანიძე