ლომისის მთა

ლომისის მთა, მთა დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდ-ების – ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ალევის ქედის ჩრდ. ნაწილში. ზ. დ. 2452 მ. აგებულია ზედაიურული ფლიშით. შემოსილია სუბალპ. მდელოებით, ჩრდ.-აღმ. კალთებზე ფოთლოვანი ტყეა. ლ.მ.-ის თხემზე არის მთიულეთის ისტ. სალოცავი ლომისა.