ლომისმთა

ლომისმთა, მთა მესხეთის ქედზე. მდ-ების – ქვაბისხევისა (მტკვრის მარცხ. შენაკადი) და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) ზემოდინებათა წყალგამყოფზე. ზ. დ. 2187 მ. აგებულია ეოცენური ფლიშით და ზედაცარცული კარბონატული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, დეკისა და როდოდენდრონის ბუჩქნარებით, თხემი – სუბალპ. ბალახეულობით.