ლომიძე გიორგი იოსების ძე [28. VII(10.VIII). 1914, თბილისი, – 27. II. 1999, მოსკოვი], ლიტერატურათმცოდნე. სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1972); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1965). 1955-იდან იყო მ. გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტის საბჭ. ლიტ-რის ისტ. სექტორის გამგე. ლ-ის ნაშრომებია: „სოციალისტური რეალიზმისათვის ლიტერატურაში“ (1952), „ერთიანობა და მრავალსახეობა“ (1957, 1960), „სიახლის ძიებაში“ (1963), „საბჭოთა ლიტერატურის განვითარების თეორიული პრობლემები“ (1964), „საბჭოთა ლიტერატურის ინტერნაციონალური პათოსი“ (1970) და სხვ.