ლომიძე ნოდარ ბორისის ძე

ლომიძე ნოდარ ბორისის ძე (დ. 29. II. 1948, ქუთაისი), ზოგადი ქირურგი. მედიცინის მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1995); საქართვ. მედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (2002), თსსუ-ის ემერიტუსი (2020-იდან).

1972 დაამთავრა თსსი. იყო ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის თანამშრომელი (1975–78), რესპ. ცენტრ. კლინ. საავადმყოფოს ქირურგი (1978–79), თსსი-ს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის (1980–89), თსსუ-ის დოქტორანტი, პროფესორი (1989–95). ქირურგიის №1 კათედრის გამგე, დეპარტამენტის ხელმძღვ. (1995–2020), პრორექტორი (1994–98). 2019-იდან არის ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის გენ. დირექტორის მოადგილე.

ლ. იყო საქართვ. ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2009–20); 2007-იდან არის თსსუ-ის დარგობრივი რეზიდენტურის (ზოგადი ქირურგია) პროგრამის დირექტორი.

ლ. სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და გამოგონებების ავტორია. მისი შრომები ეხება გავრცელებული ჩირქოვანი პერიტონიტის კომპლექსური მკურნალობის, პანკრეასის ქირურგიის, მუცლის კედლის თიაქრის პრობლემებს და სხვ.