ლომიძე რობინზონ ერასტის ძე

რ. ლომიძე

ლომიძე რობინზონ ერასტის ძე (დ. 6. VI. 1948, სოფ. აბისა, ქარელის მუნიციპალიტეტი), მეტალურგი. 1973 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთ. საავტომობილო ქ-ნაში ინჟინერ-ტექნოლოგად; რუსთავის მეტალურგიულ ქ-ნაში იყო საგლინავი საამქროს ოსტატის მოვალეობის შემსრულებელი (1974–80), საამქროს უფროსი (1981–87). რუსთავის მეტალ. კომბინატის დირექტორი (1996–99), გენ. დირექტორი (2005–16).

დიდი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავებისა და წარმოებაში დანერგვისათვის ლ-ს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1993). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). არის რუსთავის საპატიო მოქალაქე (2002).