ლოპანისწყალი

ლოპანისწყალი, მდინარე თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. დას. ფრონის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმ. კალთაზე, ზ. დ. 1340 მ სიმაღლეზე. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართ. 87 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი – 0.74 მ 3/ წმ. მდინარეს იყენებენ სარწყავად.