ლოპოტა

ლოპოტა, მდინარე ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხ. შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, 2860 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართ. 263 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშ. წყლის ხარჯი 6.58 მ 3/წმ. ლ-ის წყალი გამოიყენება სარწყავად.