„ლოპოტა“

„ლოპოტა“ (სააქციო საზოგადოება), დეკორატიული და სამშენებლო ქვის მომპოვებელი საწარმო. ჩამოყალიბდა 1953 „თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატის“ სახელწოდებით. მარმარილოსგან უშვებდა მოსაპირკეთებელი ფილების ნაირსახეობას, სხვადასხვა ზომის დეკორატიულ ღორღს და ქვიშას, რ-ებიც მოიპოვებოდა ლაფანყურის (თელავის მუნიციპალიტეტი) საბადოდან. 1996 წ. 14 მარტს „თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „ლ.“ ამ დროისათვის საწარმო უშვებს მარმარილოს დეკორატიულ ღორღს და ქვიშას, რ-იც მოიხმარება ადგილობრივად.