ლოპოტის მარმარილოს საბადო

ლოპოტის მარმარილოს საბადო, მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ლოპოტის სათავეებში, თელავიდან 50 კმ-ზე. საბადო დაკავშირებულია ქვედა ლიასის წყებასთან, რ-იც აგებულია კვარც-სერიციტული მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. ამ ნალექებში გვხვდება 1-იდან 40 მ სისქის ციცაბოდ დაქანებული 500–700 მ სიგრძის მარმარილოს ლინზები. ლოპოტის მარმარილო ერთგვაროვანი, სუფთა, წვრილი და საშ. მარცვლოვანია. ფერად თეთრია, მონაცრისფრო ძარღვებით; ნაცრისფერი და მუქი ნაცრისფერი, თეთრი ძარღვებით. ადვილად მუშავდება და კარგად პრიალდება. მოიპოვებენ კარიერული წესით.

ე. კახაძე