ლორთქიფანიძე ბეჟან ვლადიმერის ძე [22.V (4.VI). 1908, თბილისი, – 9. I. 1969, იქვე], არქიტექტორი. დაამთავრა საქართვ. სამშ. ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტი (1932). იყო II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. დააგეგმარა ჩაის საბჭ. მეურნეობების მუშათა დაბები და აზოტ-ტუკის კომბინატის დაბა (ქუთაისი) (1935–36); იყო ბათუმისა (1937) და გორის (1950) გენ. პროექტების ერთ-ერთი ავტორი; საქართვ. არქიტ. კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი (1934) და მისი თავ-რე (1955–58). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თავდაპირველად საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის არქიტ. კათედრაზე (1932–38), შემდეგ – თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. იყო უცხოეთთან კულტურული თანამშრომლობისა და მეგობრობის საქართვ. საზ-ბისა (1948–49) და საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტ. საქმეთა სამმართველოს თავ-რის მოადგილე, შემდეგ თავ-რე (1949–55). 1956–58 მუშაობდა საქართვ. მშენებლობისა და არქიტ. საქმეთა სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მოადგილედ, ხოლო 1958–63 – კომიტეტის („სახმშენი“) თავ-რედ; 1963-იდან გარდაცვალებამდე იყო თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერ. ინ-ტის („თბილზნიიეპი“) დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.