ლორთქიფანიძე ბორის გრიგოლის ძე

ლორთქიფანიძე ბორის გრიგოლის ძე ( 29. I. 1907, ხარბინი, ჩინეთი, – 1. XI. 1964, თბილისი), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. დაამთავრა თბილ. სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტი (1940). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის ინ-ტში (1948-იდან). იყო ამავე ინ-ტის განყ-ბის გამგე (1960-იდან).

ლ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება ელექტრული წრედების ენერგეტიკულ ოპტიმიზაციას და კოროზიისაგან დაცვას. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას. 1960–64 კითხულობდა ლექციებს სპი-ში (ახლანდ. სტუ). მისი მონაწილეობით მოხდა მოსკოვი–თბილისი–ლენინაკანის (ახლანდ. გიუმრი) სარკინიგზო მაგისტრალის ელექტრიფიკაცია (1962). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Цепи постоянного тока с утечкой и электрическая защита от коррозии, Тб., 1962.