გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება, დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22. IV. 1998 (დარეგისტრირდა 25. III. 1999).
საზ-ბის მიზანია გრიგოლ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა-პოპულარიზაცია, მისი ნაშრომების გამოცემა, მის შესახებ დაწერილი ნაშრომების პუბლიკაცია, ეროვნ. და ჰუმანური ზოგადსაკაცობრიო იდეალების დანერგვა და ამით საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისა და ძლიერი ეროვნ. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში წვლილის შეტანა.
საზ-ბის დამფუძნებლები იყვნენ ცნობილი მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები, მ. შ. გ. ლორთქიფანიძის შვილები: დარეჯანი, თეიმურაზი და ნოდარი. საზ-ბას არაერთი სამეცნ. კონფერენცია თუ სხვა ღონისძიება აქვს ჩატარებული. საზ-ბის პირველი პრეზიდენტი იყო გ. ა. ლორთქიფანიძე, შემდგომში – ე. კუპატაძე, ალ. ბენდიანიშვილი. ამჟამად საზ-ბას პ. სურგულაძე ხელმძღვანელობს.
1995 თსუ-მ გამოსცა გ. ლორთქიფანიძის წიგნი ,,ფიქრები საქართველოზე“ (რედ. პ. სურგულაძე).
ლიტ.: გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ეროვნულ-პოლიტიკური კონცეფცია, რედ., ალ. ბენდიანიშვილი, თბ., 2009.
თ. დოლიძე