ლორთქიფანიძე დავით ონისიმეს ძე

დ. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე დავით ონისიმეს ძე [5(18). III. 1905, სოფ. სალხინო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 11. II. 1992, თბილისი], მეცნიერი პედაგოგიკის დარგში. სსრკ პედ. მეცნ. აკადემიის (ახლანდ. რუს. განათლების აკადემია) აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1968); რსფსრ პედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1957); პედ. მეცნ. დოქტორი (1947); პროფესორი (1948); საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960); 1969-იდან – ბრატისლავის ი. ა. კომენსკის სახ., 1970-იდან – პრაღის კარლოსის უნ-ტების საპატიო დოქტორი.

1927 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი და მოღვაწეობა დაიწყო პედაგოგიკაში. 1947–60 იყო საქართვ. პედ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ეროვნ. ინ-ტი) დირექტორი; 1963–75 – თსუ-ის პედ. კათედრის გამგე; 1961–86 – საქართვ. პედ. საზ-ბის თავ-რე; 1966–86 – ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ლ. იკვლევდა პედ. თეორიისა (დიდაქტიკა) და ისტ. საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილი და გამოცემულია უცხოურ ენებზე. ლ. იყო პედაგოგიკის ქართ. სახელმძღვანელოს (1956, 1970) თანაავტორი და ი. გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეულის (1952–65) ერთ-ერთი რედაქტორი, თსუ-ში კომენოლოგიის (ი. ა. კომენსკის შემოქმედების შემსწავლელი მეცნიერება) საერთაშ. ცენტრის ფუძემდებელი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, ასევე ი. კომენსკის (1957), ი. გოგებაშვილის (1960), კ. უშინსკის (1960), ივ. ჯავახიშვილის (1969) მედლები.