ლორთქიფანიძე ზურაბ სამსონის ძე

ლორთქიფანიძე ზურაბ სამსონის ძე (19. IX. 1919, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 23. 04. 1988, ფოთი), პოეტი. დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1940, ლექსების პირველი წიგნი – 1951. ავტორია პოეტური კრებულებისა: „სოფლის გზაზე“ (1957), „ორი სილამაზე“ (1959), „მართალი სიტყვა“, „მარად ცოცხალი“ (1971), „ლექსები და პოემები“ (1974). წერდა ბავშვებისთვისაც (ლექსების კრებ. „მოვდივართ“, 1979 და სხვ.). ქართ. ენაზე თარგმნა დ. გულიას, რ. ასაევის (ასათის), მ. დუდინისა და სხვათა ნაწარმოებები.

თხზ.: ხმა ქვიშხეთის ბანაკიდან, თბ., 1987; ველის ჩურჩული, თბ., 1988.