ლორთქიფანიძე ინგა გიორგის ასული (9. II. 1934, ქუთაისი, – 11. I. 2008, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1957). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტში (1964–2008), 1997–2006 იყო ამავე ინ-ტის შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყ-ბის გამგე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. მისი ნამუშევრებია: Роспись Набахтеви, თბ., (1973); Роспись в Цаленджиха, თბ., (1992); Роспись придела Вамека Дадиани в Хоби, Русь. Грузия, კრ.,მ., (1978); Житийный цикл св. Георгия в Убиси, Dečani et l‛art byzantin au milieu du XIV siécle, კრ., დეჩანის მონასტრის 650-ე წლისთავისადმი მიძღვნილი, ბელგრადი 1989; La Céne dans peintures murales d’Ubissi, ɅΑΜΠ’Η∆’ΩΝ, ტ. 2, ათენი, 2003 (დულა მურიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნ. შრომების კრებ.) და სხვ. მონაწილეობდა ქართული (იტალია – 1974, 1980; თბილისი – 1977, 1983), ბიზანტ. (დეჩანი, იუგოსლავია, 1984) და ქართულ-ბერძნული (1990) ხელოვნებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმებში.