ლორთქიფანიძე ირაკლი სიმონის ძე

ლორთქიფანიძე ირაკლი სიმონის ძე (15 (28). I. 1895, დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 20. XI. 1976, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრიული ინ-ტი (1935). მუშაობდა ტრესტ ,,ფერომარგანმშენში“ (1929–32), ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში ხელმძღვანელობდა ახ. ფეროშენადნობთა დამუშავებისა და ათვისების საქმეს (1932-იდან). მანგანუმიანი შენადნობების გამოშვების ახ. ტექნოლ. დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სტალინური პრემია (1951). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.