ლორთქიფანიძე რუსუდან ალექსანდრეს ასული

ლორთქიფანიძე რუსუდან ალექსანდრეს ასული (9. VI. 1911, სოფ. გეგუთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – ), თეატრის მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1961). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო საქართვ. პროფსაბჭოსთან არსებულ თვითმოქმედ თეატრ-სტუდიაში. მუშაობდა ბათუმისა (1931–32) და ფოთის (1936–51) თეატრებში. 1951-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო გორის გ. ერისთავის სახ. თეატრის მსახიობი. ლ-ს შესრულებული აქვს 120-მდე როლი, მ. შ. ხატიჯე (კ. კალაძის „ხატიჯე“), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), დედა (ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით), მართა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა“),  „უდანაშაულო დამნაშავენი“), კაკალა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლედი მილფორდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), სუსანა (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“) და სხვ. ლ. გამოირჩეოდა გარდასახვის ნიჭით. იგი ერთნაირი სიძლიერით ასახიერებდა დრამ. და კომედიურ როლებს.