ლორთქიფანიძე ტარიელ ვლადიმერის ძე

ლორთქიფანიძე ტარიელ ვლადიმერის ძე (23. III. 1938, ქუთაისი, – 29. I. 2001, თბილისი), პარტიული და სამხედო მოღვაწე. გენერალ-მაიორი (1990). საქართვ. კომპარტიის სოხუმის ქალაქკომის მდივანი, შემდეგ საოლქო კომიტეტის II მდივანი (1975–78); საქ. კპ ცკ განყ-ბის გამგე (1981–86); საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (1988–89); საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რე (1989–91). 1992–2001 მუშაობდა თსუ-ში, პარალელურად ხელმძღვანელობდა საერთაშ. სამეცნიერო–ტექნოლოგიური (TS) ცენტრის საინფორმაციო ბიუროს და მის საქართველოს რეგიონულ განყოფილებას.